ენმ-ძალა ერთობაშია

ჟორჟოლიანი კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე: ფონოგრამა აირია, სცენიდან გაოგნებულმა გამოიხედა

სამტრედიაში, წყალტუბოში, ვანსა და ხონში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აქციაზე პარტიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის სიმღერის დროს ფონოგრამა აირია და კიკაბიძემ "სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა."

"სინამდვილეში ამბავი იყო ასე.

ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა, რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას.

ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს". - წერს ჟორჟოლიანი.   

ბუბა კიკაბიძემ თქვა, რომ რუსულად იმისთვის იმღერა, რომ "გაეგოთ როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ".

ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველმა ნომერმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა "თბილისოს" ნაწილი რუსულად შეასრულა

თავისუფლების მოედანზე ენმ – ძალა ერთობაშია ამომრჩეველთან შემაჯამებელ აქციას მართავს.

კომენტარები