2020 წელს გარდაცვლილები

49 წლის ასაკში ყოფილი მის ამერიკა, ტელეწამყვანი ლინზა კორნეტი გარდაიცვალა

CBS News

49 წლის ასაკში, სილამაზის კონკურსის, მის ამერიკა 93-ის გამარჯვებული, ტელეწამყვანი და მსახიობი ლინზა კორნეტი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაცემისგან მიღებული თავის ტრავმა გახდა. კორნეტი საავადმყოფოში ორი კვირის წინ გადაიყვანეს.

"უდიდესი მწუხარებით გაუმცნობთ რომ ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ლინზა კორნეტი გარდაიცვალა. ლინზას სიცილი გადამდები იყო, ის მრავალი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავდა. ამ სამწუხარო ამბით განადგურებულნი ვართ". – წერს მის ამერიკის ორგანიზატორი კომპანია. 

კორნეტმა 1992 წელს მის ფლორიდას ტიტული მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი მის ამერიკის გამარჯვებული გახდა. კორნეტი პირველი ამერიკელი სილამაზის კონკურსის მონაწილე იყო, რომელმაც ცერემონიის დროს აივ ინფექციაზე ილაპარაკა. მოგვიანებით წამყვანად მუშაობდა გასართობ არხზე E!, ასევე მიჰყავდა გადაცემა Who Wants To Be A Millionaire?. სერიალებსა და ფილმებში ასრულებდა მეორეხარისხოვან როლებს.

 

კომენტარები