ბუბა კიკაბიძე

კალაძე კიკაბიძეზე: ასე თუ დამძიმდებოდნენ, საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, არ მეგონა

თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერას ეხმაურება. 

"რამდენიმე წუთის წინ იყო აქცია ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ჰქონდათ შეკრება და ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის მერე თუ ასე დამძიმდებოდნენ, საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს.  

საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება, ისევე, როგორც არასდროს დაბრუნდება სავეცკაია გრუზია". - ამბობს კახა კალაძე. 

ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველმა ნომერმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა თბილისოს ნაწილი რუსულად შეასრულა. სამტრედიაში, წყალტუბოში, ვანსა და ხონში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა მომხდარი იმით ახსნა, რომ ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. 

თავად ბუბა კიკაბიძემ კი თქვა, რომ რომ რუსულად იმისთვის იმღერა, რომ "გაეგოთ როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ." 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები