ენმ-ძალა ერთობაშია

კიკაბიძე: ერთი 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, ძლივს არ გავიგეთ, რაზე გამოხვედი სცენაზეო

მთავარი/კადრი ვიდეოდან

"უკვე ერთი 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო." - ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომერი, ბუბა კიკაბიძე. 

"ჯერ ერთი, ტექნიკური შეცდომა მოხდა იმაში, რომ მე ამას ვმღერი, როგორც თბილისში ვიმღერე, უკრაინაში. გადასარევი რუსულენოვანი პროგრამა მაქვს და უკრაინაში რომ მივდივარ, იქ ვმღერი რუსულ ენაზე. ჩემი ბრალია, რომ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად. 

კაცი როცა სიმღერას უსმენს, ტექსტს უნდა დაუგდოს ყური, მე რა ვიმღერე? რასცვეტაი პად სოლნცემ გრუზია მაია [...] ამაზეა სიმღერა, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს." - ამბობს კიკაბიძე მთავარის ეთერში. 

ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველმა ნომერმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა "თბილისოს" ნაწილი რუსულად შეასრულა. სამტრედიაში, წყალტუბოში, ვანსა და ხონში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა მომხდარი იმით ახსნა, რომ ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია.

თავად ბუბა კიკაბიძემ კი თქვა, რომ რუსულად იმისთვის იმღერა, რომ "გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ."

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები