ავტოსაგზაო შემთხვევა

გორში მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა — გარდაიცვალა 5 ადამიანი

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

გორში სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანია გარდაცვლილი. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები