ავტოსაგზაო შემთხვევა

გორში მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ ― 6

0 კომენტარი
ფოტო: ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

გორში მომხდარი ავარიის შედეგად, კიდევ ერთი მძიმედ დაშავებული გარდაიცვალა. სულ ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლინიკაში რჩება 10 დაშავებული. 

გუშინ, გვიან ღამით, გორში სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები