ახალი კორონავირუსი საქართველოში

490 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 121 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

შსს

კორონავირუსის 17 142 აქტიური შემთხვევიდან 490 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 228 თბილისში მკურნალობს, 80 – აჭარაში. თქვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა .

მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 121 პაციენტი იმყოფება, 52 – თბილისში, 39 – აჭარაში. 

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 17 168 აქტიური შემთხვევაა, 29 ოქტომბერს ეს რიცხვი 18 390 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები