არჩევნები 2020

EPP: საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, რათა კვლავ იყოს მისაბაძი მაგალითი რეგიონში

ევროპის სახალხო პარტია

ევროპის სახალხო პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

"ხვალ საქართველოში დანიშნული არჩევნების წინ ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას ან დაშინებას, მიმართულს ოპოზიციის ან სხვა პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ".

"ხვალინდელ არჩევნებში ჩვენ ვუსურვებთ ძლიერ შედეგებს ევროპის სახალხო პარტიის ქართველ პარტნიორებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს მათ მცდელობებს, დაიცვან საქართველოს დემოკრატიული სტანდარტები, კანონის უზენაესობა და ევროპული დღის წესრიგი. საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, რათა ის კვლავ იყოს მისაბაძი მაგალითი რეგიონში."

დასავლეთიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული ყველა მოწოდება შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები