არჩევნები 2020

რა მოხდება, თუ ხელისუფლებაში ქართული ოცნება დარჩება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტაბულა პოლიტიკური ლიდერების წერილების სერიას გთავაზობთ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, წერილში ეპასუხათ, რა მოხდება, თუ ქართული ოცნება მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში.

ჩემი მოლოდინი ასეთია – იმის მიხედვით იქნება ყველაფერი, რა დემოკრატიულობითაც მოიქცევა ხელისუფლება, იმოქმედებს, თუ არა კონსტიტუციის დაცვით. 

თუ ხალხმა, მოქალაქეებმა ნახეს, რომ ირღვევა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, რომ ხელისუფლება მოიქცა არადემოკრატიულად, დაარღვია კონსტიტუცია და გააყალბა ხმები, რა თქმა უნდა, ამის მიხედვით მოიქცევა ხალხი. 

საპასუხოდ ხელისუფლება მიიღებს დიდ საპროტესტო ტალღას. 

ქვეყანაში უკვე ისეთი სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვებაა, იმდენად უკმაყოფილონი არიან მოქალაქეები (ამას ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ხალხი არ დაუშვებს და არ მოითმენს ხელისუფლების მიერ გაყალბებულ არჩევნებს. 

ჩვენ ყველა, ოპოზიცია, ხალხთან ერთად დავიცავთ ხმებს და გამოვიყენებთ საერთაშორისო კონვენციით მონიჭებულ უფლებებს. 

არ დავუშვათ ძალაუფლების უზურპაცია-მიტაცება, რადგან ეს დანაშაულია – ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის რღვევაა. 

თაკო ჩარკვიანი – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 

კომენტარები