შსს

შსს-მ კობახიძის განცხადების საფუძველზე "ოპოზიციის პროვოკაციაზე" გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე ოპოზიციის პროვოკაციაზე ფაქტების შესწავლა დაიწყო.  

"30 ოქტომბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე." - წერია განცხადებაში

ირაკლი კობახიძემ ფეისბუქზე სიები ოპოზიციური კანდიდატების სიები გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი თქმით, არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავენ.

კომენტარები