არჩევნები 2020

საია: ამ ეტაპზე გამოვლინდა 10-ზე მეტი დარღვევა

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, კენჭისყრის პროცედურები უმეტეს უბანზე დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა მათი ინფორმაციით, დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევაც, რაც უბანზე დამკვირვებლების არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას ეხება. 

"ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა
10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის:

  •  გარდაბნის #19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს(დაწერილია საჩივარი);
  • ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს - უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;
  • შუახევში #41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).
  • მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტოვიდეო გადაღების წესების დარღევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუში #17, ზუგდიდში #24 და ბათუმის #35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება
ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას. ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა". - წერია საიას განცხადებაში. 

კომენტარები