ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 1 673 ახალი შემთხვევიდან 684 თბილისში გამოვლინდა, 351 – აჭარაში

დღეს გამოვლენილი COVID-19-ით ინფიცირების 1 673 ახალი შემთხვევიდან 684 თბილისში გამოვლინდა. აჭარაში – 351, იმერეთში – 214, ქვემო ქართლში – 75 შიდა ქართლში - 98, გურიაში – 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 86, კახეთში – 52, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16. 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილი ავრცელებს. 

31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 22 და გამოჯანმრთელდა 2 881 ადამიანი. 

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 22 691 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 307 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 912 აქტიური შემთხვევაა, 30 ოქტომბერს ეს რიცხვი 17 168 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები