არჩევნები 2020

შსს: 15:00-ის მდგომარეობით პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 საათის მდგომარეობით, სამართალდამცველებმა სავარაუოდ დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყეს გამოძიება. მათ შორის:

  • თბილისში, დიდი დიღმის მესამე მკ/რ-ში, ნომერ მე-40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ-ს აქტივისტის, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.
  • ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ნომერ 13-ში მდებარე მე-20 საჯარო სკოლაში განთავსებულ 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება სსკ-ის 162 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.
  • გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტებზე ისნის 39-ე, მარნეულში, სოფელ დაშტაფის 52-ე, სოფელ ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე მომდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"მედიებისგან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მყისიერად იქნა გამოძიება დაწყებული". – ამბობენ შსს-ში.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები