ფაშინიანი რუსეთს ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში დახმარებას სთხოვს

ნიკოლ ფაშინიანი

31 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის წერილით მიმართა.

ფაშინიანმა პუტინს მიმართა, რათა ჩატარდეს დაუყოვნებლივი კონსულტაციები იმის დასადგენად, რა სახის დახმარების აღმოჩენას შეძლებს რუსეთის ფედერაცია სომხეთისთვის. საუბარია ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმებაზე.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა წერილში აღწერა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დეტალები.

რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგანიანმა აღნიშნა, რომ დახმარების თხოვნა მოხდა ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში. მანამდე მას არ გამოურიცხავს შესაძლებლობა, რომ კონსულტაციების დროს განიხილებოდა სამხედრო დახმარების თხოვნის შესაძლებლობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა სომხეთის პრემიერმინისტრის წერილის მიღება და მისი შინაარსი. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია რომ 1997 წლის 29 აგვისტოს დადებული, რუსეთსა და სომხეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ მოქმედებებს ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში.

"შეთანხმების შესაბამისად რუსეთი ერევანს აღმოუჩენს ნებისმიერ აუცილებელ დახმარებას, თუ საბრძოლო შეტაკებები გადაინაცვლებს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე" - წერია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღს კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

კომენტარები