არჩევნები 2020

უგულავა:ძირითადი უმრავლესობა იხრება იქითკენ, რომ არ შევიდეთ პარლამენტში

გიგი უგულავა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ევროპული საქართველოს გენერალური მდივანმა, გიგი უგულავამ, განაცხადა, ოპოზიციის უმრავლესობა იხრება იქითკენ, რომ არ შევიდეს პარლამენტში. 

"პარტიებმა ამ საკითხზე აიღეს მაქსიმუმ ერთი დღე, რომ შიდა კონსულტაციები ჩატარდეს, მაგრამ ძირითადი უმრავლესობა იხრება იქითკენ,რომ არ შევიდეს პარლამენტში და დარჩეს ივანიშვილი საკუთარ თავთან მარტო. ევროპული საქართველო თვლის, რომ ეს არ იყო არჩევნები და არ ვცნობთ ამ არჩევნებს". – აცხადებს უგულავა. 

კომენტარები