არჩევნები 2020

უგულავა: აქციები იქნება პერმანენტული – ხვალ იქნება 7 საათზე, ზეგაც და ასე შემდეგ

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავს თქმით, ოპოზიცია პერმანენტულ აქციას გეგმავს. ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

"აქციები იქნება პერმანენტული – ხვალ იქნება 7 საათზე, ზეგაც და ასე შემდეგ. კვირას 3 საათზე ვგეგმავთ საერთო-სახალხო გრანდიოზულ აქციას.

ეს პროტესტი არ დამთავრდება, მანამ საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება". – თქვა გიგი უგულავამ.  

აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა, მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ.

პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად აქციას გამართავენ.

კომენტარები