არჩევნები 2020

დათვლილია ყველა უბანი – ნახეთ 16 ოლქი, სადაც II ტური ჩატარდება

ტაბულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაჟორიტარული ოლქების შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ხმების 99.9% - ამ მონაცემებით 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. მათ შორის, თბილისის ყველა რაიონში. ცესკოს მონაცემებით, 14 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. აქედან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საჩხერის მაჟორიტარ კანდიდატს აქვს – ხმების 68.86%.

  1. მთაწმინდა – დათვლილია ხმათა 100% – ბექა ოდიშარია [ქართული ოცნება] – 44.81%, შალვა შავგულიძე [ევროპული საქართველო] – 29.45%; 
  2. ვაკე – დათვლილია ხმათა 100% – ნოდარ ტურძელაძე [ქართული ოცნება] – 42.24%, ელენე ხოშტარია [ევროპული საქართველო] – 35.55%;
  3. საბურთალო – დათვლილია ხმათა 100% – დავით სერგეენკო [ქართული ოცნება] – 43.23 %, ალეკო ელისაშვილი [მოქალაქეები] – 19.16%; 
  4. ისანი – დათვლილია ხმათა 100% – კახა კახიშვილი [ქართული ოცნება] – 46.74%, ხატია დეკანოიძე [ენმ] – 27.23%;
  5. სამგორი – დათვლილია ხმათა 100% – სოზარ სუბარი [ქართული ოცნება] 45.87%, ლევან ხაბეიშვილი [ენმ] – 39.18%;
  6. დიდუბე-ჩუღურეთი – დათვლილია ხმათა 100% – გიორგი ვოლსკი [ქართული ოცნება] – 42.49%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21.09%;
  7. ნაძალადევი – დათვლილია ხმათა 100% – მიხეილ ყაველაშვილი [ქართული ოცნება] – 43.76%, შალვა ნათელაშვილი [ლეიბორისტული პარტია] – 25.01%;
  8. გლდანი – დათვლილია ხმათა 99% – ლევან კობიაშვილი [ქართული ოცნება] – 42.69%, ნიკა მელია [ენმ] – 43.88%;
  9. რუსთავი – დათვლილია ხმათა 100% – ნინო ლაცაბიძე [ქართული ოცნება] – 47.37%, დავით კირკიტაძე – 32.6%;
  10. ხაშური-ქარელი – დათვლილია ხმათა 100% – ზაალ დუგლაძე [ქართული ოცნება] – 49.34%, ნატო ჩხეიძე [ენმ] – 29.63%;
  11. ზესტაფონი-ბაღდათის-თერჯოლა-ტყიბული – დათვლილია ხმათა 100%, ბეჟან წაქაძე [ქართული ოცნება] – 49.49%, კახა გეწაძე [ენმ] – 26.98%;
  12. ქუთაისი – დათვლილია ხმათა 100% – ზაზა ლომინაძე [ქართული ოცნება] – 42.16%, გრიგოლ ვაშაძე [ენმ] – 34.72%;
  13. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ქადაგიშვილი [ქართული ოცნება] – 47.26%, გიორგი ბოტკოველი [ენმ] – 40.43%;
  14. ზუგდიდი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ჩიქოვანი [ქართული ოცნება] – 47.91%, მალხაზ ჯალაღონია [ენმ] – 36.95%;
  15. ბათუმი – დათვლილია ხმათა 100% – რესან კონცელიძე [ქართული ოცნება] – 40.97%, ლევან ვარშალომიძე [ენმ] – 37.3%;
  16. ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური – დათვლილია ხმათა 100% – ანზორ ბოლქვაძე – 46.26%, მიშა ბოლქვაძე [ენმ] – 32.5%;

ოლქები, სადაც ცესკოს ცნობით, ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა

  1. იღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო-გურჯაანი – დათვლილია ხმათა 100% – დავით სონღულაშვილი [ქართული ოცნება] – 52.83%;
  2. ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა – დათვლილია ხმათა 100% – გოგი მეშველიანი [ქართული ოცნება] 55.41%;
  3. გორი-კასპი – დათვლილია ხმათა 100% – გიორგი ხოჯევანიშვილი [ქართული ოცნება] – 55.42%;
  4. ახალციხე-ასპინძა-ადიგენი-ბორჯომი – დათვლილია ხმათა 100% – ანტონ ობოლაშვილი [ქართული ოცნება] – 61.79%;
  5. ახალქალაქი-ნინოწმინდა – დათვლილია ხმათა 100% – სამველ მანუკიანი [ქართული ოცნება] – 61.47%;
  6. ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი – დათვლილია ხმათა 100% – გოჩა ენუქიძე [ქართული ოცნება] – 59.32%;
  7. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული – დათვლილია ხმათა 100% – პაატა კვიჟინაძე [ქართული ოცნება] – 68.86%;
  8. სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი – დათვლილია ხმათა 100% – გივი ჭიჭინაძე [ქართული ოცნება] – 51.02%;
  9. ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური – დათვლილია ხმათა 100% – ვასილ ჩიგოგიძე [ქართული ოცნება] – 54.82%;
  10. წალენჯიხა-ჩხოროწყუს-მარტვილი-აბაშა – დათვლილია ხმათა 100% – ალექსანდრე მოწერელია [ქართული ოცნება] – 52.81%;
  11. ფოთი-ხობი-სენაკი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ხახუბია [ქართული ოცნება] – 53.52%;
  12. ქობულეთი – დათვლილია ხმათა 100% – ზაალ მიქელაძე [ქართული ოცნება] – 52.52%;
  13. მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი – დათვლილია ხმათა 100% – შალვა კერესელიძე [ქართული ოცნება] – 50.1%;
  14. მარნეული – დათვლილია ხმათა 100% – ზაურ დარგალი [ქართული ოცნება] – 51.16%;

საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების შედეგები 12 ნოემბრამდე უნდა შეაჯამონ. იქამდე საარჩევნო ადმინისტრაცია შესულ საჩივრებს განიხილავს. მაქსიმუმ 19 ნოემბერს კი, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს.

კომენტარები