მოლდოვა

მოლდოვაში პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

0 კომენტარი

პირველ ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, ამ დროისათვის დათვლილია ხმების 99.81%. შედეგების მიხედვით, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

პირველ ტურში მოქმედ პრეზიდენტს, რუსეთთან დაახლოებულ იგორ დოდონს, პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე კონკურენტი, მაია სანდუ უსწრებს. სანდუმ ხმათა 36.1% მიიღო, დოდონმა კი –32.66%.

მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება.

მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, რომელშიც დოდონმა 52.11% მიიღო, სანდუმ კი – 47.89%. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაშინ, პირველ ტურში დოდონი ლიდერობდა. მან 47.98% აიღო, სანდუმ – 38.71%.

2019 წელს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. სოციალისტურმა პარტიამ ხმათა 31% მიიღო და პარლამენტში 35 ადგილი დაიკავა, დემოკრატიულმა პარტიამ 23.6%-ით 30 ადგილი, ხოლო პროევროპული პარტია ACUM-მა 26.8%-ით 26 ადგილი. პრემიერმინისტრის პოსტზე მაია სანდუ დაინიშნა, თუმცა, ამავე წელს პარლამენტმა მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები