არჩევნები 2020

საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება

31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების შედეგებს არცერთი ოპოზიციური პარტია ლეგიტიმურად არ ცნობს და არც ახალ პარლამენტში აპირებს შესვლას. პარლამენტში შესვლას არ აპირებს პუტინისტური და ქართული ოცნების სატელიტად ცნობილი, პატრიოტთა ალიანსიც. ამ დროის მოცემულობით საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 

როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი? 

ცესკოს მონაცემებით, პროპორციულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ ხმების 48.22% მიიღო, რაც 928 780 ხმას უტოლდება. ამგვარად, ქართული ოცნება პროპორციული სიისთვის განკუთვნილი 120 მანდატიდან 61 მანდატს მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველმა პარტიამ ცესკოს მონაცემებით, ასევე, გადალახა 40.5%-იანი მინიმალური, ე.წ. მინიმალური ჩამკეტი ბარიერი. პარტიას პროპორციული ნაწილიდან და მაჟორიტარული ოლქებიდან მიღებული მანდატების დაჯამების პრივილეგიაც აქვს. 

მაჟორიტარულ ოლქებში გამართული არჩევნების პირველივე ტურში, ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ 14 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, 16 ოლქში, მათ შორის, თბილისის უკლებლივ ყველა ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამგვარად, ქართულ ოცნებას უკვე აქვს 75 მანდატი და მარტივი უმრავლესობის შესაქმნელად მხოლოდ 1 ოლქში გამარჯვება სჭირდება. 
 

პროპორციული სიით გაყვანილი ქართული ოცნების 61 დეპუტატის სია შემდეგნაირად გამოიყურება: 

  1. გიორგი გახარია
  2. არჩილ თალაკვაძე
  3. ირაკლი კობახიძე
  4. თეა წულუკიანი
  5. მამუკა მდინარაძე
  6. კახაბერ კუჭავა
  7. გიორგი კახიანი
  8. მარიამ ქვრივიშვილი
  9. მიხეილ სარჯველაძე
  10. მაია ბითაძე
  11. მიხეილ დაუშვილი
  12. გიორგი ამილახვარი
  13. ვიქტორ სანიკიძე
  14. მარიამ ბოჭორიშვილი
  15. შალვა პაპუაშვილი
  16. დავით კაჭარავა
  17. ნიკოლოზ სამხარაძე
  18. გიორგი ხელაშვილი
  19. მარიამ ლაშხი
  20. ბექა დავითულიანი
  21. ანრი ოხანაშვილი
  22. დიმიტრი ხუნდაძე
  23. დიმიტრი სამხარაძე
  24. ნინო წილოსანი
  25. ირაკლი კოვზანაძე
  26. ირაკლი ბერაია
  27. ირაკლი სესიაშვილი
  28. ეკა სეფაშვილი
  29. რატი იონათამიშვილი
  30. გურამ მაჭარაშვილი
  31. დავით მათიკაშვილი
  32. ელისო ბოლქვაძე
  33. ლადო კახაძე
  34. ირაკლი მეზურნიშვილი
  35. სავალან მირზოევი
  36. რიმა ბერაძე
  37. სუმბატ კიურეღიან
  38. ალეკო ტაბატაძე
  39. ალუდა ღუდუშაური
  40. ირმა ზავრადაშვილი
  41. ირაკლი ზარქუა
  42. გივი მიქანაძე
  43. ბექა ლილუაშვილი
  44. ქეთი დუმბაძე
  45. ლექსო დალაქიშვილი
  46. ლევან ქარუმიძე
  47. ირაკლი მეძმარიაშვილი
  48. ხატია წილოსანი
  49. ვლადიმერ ჩაჩიბაია
  50. ისკო დასენი
  51. ვიქტორ ჯაფარიძე
  52. მაია მენაღარიშვილი
  53. ედიშერ თოლორაია
  54. გოდერძი ჩანქსელიანი
  55. ელგუჯა გოცირიძე
  56. ანა ბუჩუკური
  57. გია ბენაშვილი
  58. დაჩი ბერაია
  59. შოთა ხაბარელი
  60. თამარ ტალიაშვილი
  61. ლევან მგალობლიშვილი
  62. გელა სამხარაული [დიდი ალბათობით გელა სამხარაული პარლამენტში გიორგი გახარიას ჩაანაცვლებს].

მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ირაკლი ხახუბია [ფოთი-ხობი-სენაკის ოლქი]

  2. ალექსანდრე მოწერელია [წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის ოლქი]
  3. გოჩა ენუქიძე [ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქი]
  4. ვასილ ჩიგოგიძე [ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქი]
  5. ზაალ მიქელაძე [ქობულეთის ოლქი]
  6. გივი ჭიჭინაძე [სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის ოლქი]
  7. პაატა კვიჟინაძე [საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქი]
  8. ანტონ ობოლაშვილი [ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ახალქალაქის ოლქი]
  9. სამველ მანუკიანი [ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი]
  10. ზაურ დარგალი [მარნეული-გარდაბნის ოლქი]
  11. გიორგი ხოჯევანიშვილი [კასპი-გორის ოლქი]
  12. გოგი მეშველიანი [ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქი]
  13. შალვა კერესელიძე [მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქი]
  14. დავით სონღულაშვილი [გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქი]

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე უარი თქვეს მეორე ტურებში მონაწილეობაზე, დარჩენილ 16 ოლქშიც ქართული ოცნების კანდიდატები გაიმარჯვებენ. კანდიდატების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  1. ბექა ოდიშარია [მთაწმინდის ოლქი]
  2. ნოდარ ტურძელაძე [ვაკის ოლქი]
  3. დავით სერგეენკო [საბურთალოს ოლქი]
  4. გიორგი ვოლსკი [დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი]
  5. მიხეილ ყაველაშვილი [ნაძალადევის ოლქი]
  6. ლევან კობიაშვილი [გლდანის ოლქი]
  7. სოზარ სუბარი [ისნის ოლქი]
  8. კახი კახიშვილი [სამგორის ოლქი] 
  9. ზაზა ლომინაძე [ქუთაისის ოლქი]
  10. ნინო ლაცაბიძე [რუსთავის ოლქი]
  11. რესან კონცელიძე [ბათუმის ოლქი]
  12. ირაკლი ქადაგიშვილი [თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქი]
  13. ირაკლი ჩიქოვანი [ზუგდიდის ოლქი]
  14. ანზორ ბოლქვაძე [ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური]
  15. ბეჟან წაქაძე [ზესტაფონი-ბაღდათის-თერჯოლა-ტყიბულის ოლქი]
  16. ზაალ დუგლაძე [ხაშური-ქარელი]

ჩამკეტი მექანიზმის გამო, ქართული ოცნება ჯამში პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს, 1 მანდატი მას პროპორციული სიიდან მოაკლდება.

კომენტარები