კიანუ რივზი ოქტავია სპენსერის მანქანას უკნიდან მიაწვა

Tellers Press

ოსკაროსანმა მსახიობმა, წყლის ფორმისა და მოსამსახურის ვარსკვლავმა კიანუ რივზთან პირველი შეხვედრა გაიხსენა, რომელიც 20 წლის წინ შედგა. 

"კაი ხნის წინ, მაშინ მატრიცა ახალი გამოსული იყო, გასაუბრებაზე მივდიოდი. მანქანას ყოველთვის ხის ქვეშ ვაყენებდი, რის გამოც გარედან სკინტლით იყო დაფარული. ავტომობილი ბევერლიჰილზში ჩამიქრა, მოძრაობას ვაფერხებდი, იქვე ხალხით სავსე კაფე იყო, მაგრამ არავინ მეხმარებოდა. უეცრად არსაიდან მოტოციკლისტი, მუზარადიანი ახალგაზრდა მოვიდა, რომელშიც კიანუ რივზი ამოვიცანი. "დახმარება გჭირდებათ?" - იკითხა კიანუმ, "რა თქმა უნდა", – ვუპასუხე. მანქანას უკნიდან მიაწვა, მე საჭესთან დავრჩი, რა თქმა უნდა, კიანუ რივზის დანახვაზე დახმარების მსურველების რიცხვიც გაიზარდა". – იხსენებს სპენსერი.

ამ დროისთვის რივზი ბერლინში, მეოთხე მატრიცის გადასაღებ მოედანზე იმყოფება, ხოლო ოქტავია სპენსერი რობერტ ზემეკისის ახალ ფილმში, ალქაჯებში ასრულებს როლს.

 

კომენტარები