ტერორისტული თავდასხმა ავსტრიაში

ავსტრიის შს მინისტრი: პირი, რომელმაც ვენაში თავდასხმა მოაწყო, მარტო მოქმედებდა

Reuters

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი, რომელმაც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქუჩებში ცეცხლი გახსნა და 4 ადამიანი მოკლა, მარტო მოქმედებდა.

მან ასევე თქვა, რომ საკუთარ სისტემაში აღმოაჩინეს პრობლემა. როდესაც თავდასხმამდე მან მეზობელ სლოვაკეთში იარაღის ყიდვა სცადა, ეს ინფორმაცია ავსტრიას მიაწოდეს, თუმცა შესაფერისად არ დამუშავებულა.

თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს 14 პირი. მათი ასაკი 18-დან 28 წლამდე მერყეობს. რამდენიმე მათგანს ავსტრიის მოქალაქეობა არ აქვს.

ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. განცხადებას თანდართული ჰქონდა წვერიანი კაცის სურათი სახელად, აბუ დაგნან ალ-ალბანი.

ავსტრიის პოლიციის განცხადების მიხედვით კი, თავდამსხმელი ვენაში დაბადებული კუჯტიმ ფეჯზულაი იყო, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეც იყო. ის, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაათავისუფლეს ციხიდან.

თავდასხმა 3 ნოემბერს მოხდა, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე. დაიჭრა 22 ადამიანი.

კომენტარები