ლარის გაუფასურება

ბოლო 8 თვეში ლარი ევროსთან 95 თეთრით გაუფასურდა, დოლართან –​​​​​​​ 57 თეთრით

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 5.9 თეთრით, ხოლო ევროსთან - 10.9 თეთრით გაუფასურდა. მხოლოდ ნოემბრის ოთხ დღეში ლარმა დოლართან 16.7 თეთრი დაკარგა, ევროსთან კი - 24 თეთრი. დღეს ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - ლარის გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 57 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 95.6 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაერთხელ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები