ბელარუსი

სვეტლანა ტიხანოვსკაია ავსტრიის კანცლერს შეხვდა

სებასტიან კურცი და სვეტლანა ტიხანოვსკაია
Sviatlana Tsikhanouskaya

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ვენაში ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს შეხვდა.

"დიდი პატივი იყო, კანცლერ კურცთან შეხვედრა, რომელმაც ბელარუსის ვითარება კარგად იცის. ბელარუსები ავსტრიის ხალხის მადლიერნი არიან მათი სოლიდარობისა და სამართლიანი არჩევნებისთვის, დემოკრატიისა და  ტიხანოვსკაია.თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლის მხარდაჭერისთვის". - წერს სვეტლანა ტიხანოვსკაია. 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის მშვიდობიანი გზები განიხილეს და, ასევე, ამ პროცესში ავსტრიის შესაძლო როლი.

კურცმა ტიხანოვსკაიას დახმარება აღუთქვა ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში, ინკლუზიური დიალოგის დაჩქარებაში, რაც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებამდე მივა.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 3 ნოემბერს ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გასულ კვირებში ტიხანოვსკაია არაერთ ლიდერს შეხვდა, მათ შორის, ანგელა მერკელს, ემანუელ მაკრონს და სხვ. 

4 ნოემბერს ევროკავშირში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და კიდევ 14 სხვა ოფიციალური პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციები მოიცავს ვიზის აკრძალვის დაწესებას და აქტივების გაყინვას.

ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

26 ოქტომბერს ბელარუსში დაიწყო საყოველთაო გაფიცვა. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

კომენტარები