ჯონი დეპი

ჯონი დეპი: კინოსტუდიის თხოვნით გრინდელვალდის როლს აღარ შევასრულებ

Screen Rent

მსახიობმა ჯონი დეპმა Warner Bros.-ის მოთხოვნით დატოვა პროექტი "ფანტასტიკური ცხოველები". 

"მინდა გაცნობოთ, რომ კინოსტუდია Warner Bros.-მა ფანტასტიკურ ცხოველებში გრინდელვალდის როლზე უარის თქმა მთხოვა, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას და მოთხოვნას ვუკმაყოფილებ". – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი.

გასულ კვირას ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დეპს საჩივარი არ დაუკმაყოფილა, რომელმაც ბრიტანული გამოცემა The Sun დეზინფორმაციაში დაადანაშაულა. 

The Sun-ის სტატიაში გამოცემამ დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა.

დეპის სასამართლო პროცესის დეტალების გასაგებად ეწვიეთ ამ ბმულს.

 

კომენტარები