კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: შეიძლება არ დავუშვათ საზ. ტრანსპორტში ფეხზე მდგომი ადამიანები

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, დიდ ქალაქებში, შესაძლოა, არ დაუშვან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე მდგომი ადამიანების გადაადგილება.

"შესაძლებელია, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იმ სამარშრუტო ტაქსებში ხდება ისე, როდესაც ფეხზე დგას ადამიანი, ჩვენ შეიძლება არ დავუშვათ მუნიციპალურ ტრანსპორტში ფეხზე მდგომი ადამიანების გადაადგილება, რაც ავტომატურად შეზღუდავს ტრანსპორტში მყოფი პირების რაოდენობას და, ბუნებრივია, უკვე დალოდების პროცესი იქნება ღია სივრცეში, სადაც ნაკლებად სახიფათოა ერთდროულად ბევრი ადამიანის შეგროვება". - თქვა მან.

9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ფოთში - მიღებული იქნება სპეციალური ღონისძიებები, რომლებითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანთა რაოდენობა შეიზღუდება.

ამასთან ერთად, 9 ნოემბრიდან იზღუდება 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

კომენტარები