საშა ბარონ კოენი

საშა ბარონ კოენი ტრამპს: სამსახურს შეგპირდი, მაგრამ უარი უნდა გითხრა

Insider

კომიკოსი საშა ბარონ კოენი ახლო წარსულში დონალდ ტრამპს სამსახურს შეჰპირდა. 

"მადლობა დონალდ, ბორატის რეკლამისთვის. ვაღიარებ, არც შენ ხარ სასაცილო, მაგრამ მთელი მსოფლიო მაინც დაგცინის. რასისტული ხუმრობების დასაწერად კაცი დამჭირდება და მემგონი, 20 იანვრიდან უმუშევარი რჩები, შეგიძლია, მომმართო". – უპასუხა კომიკოსმა.

ბორატის როლის შემსრულებელმა ბაიდენის გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს.

"დონალდ უმუშევარი დარჩი, მახსოვს, სამსახურს შეგპირდი, მაგრამ გასულ კვირას შენი პერფომანსი ტრაგიკული და სამწუხარო იყო, ამიტომ უარი უნდა გითხრა". 

უკანასკნელ პოსტებში კოენმა ასევე სოციალურ ქსელ Facebook-ის შემქმნელს, მარკ ზაკერბერგსაც გაჰკრა კბილი.

"ერთი მოვიშორეთ, მეორეს ჯერია". – წერს მსახიობი.

კომიკოსის აზრით, Facebook-ი და სხვა სოციალური ქსელები დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

 

კომენტარები