ჯეისონ მომოა

ჯეისონ მომოა: GOT-ის მერე ვშიმშილობდი, სამსახურს ვერ ვშოულობდი

Wiki of Thrones

მსახიობმა ჯეისონ მომოამ თავისი ცხოვრების რთული პერიოდი გაიხსენა. სამეფო კარის თამაშებში ხალ დროგოს როლის შესრულების შემდეგ მსახიობი სამსახურს ვერ შოულობდა. 

"ოჯახი მყავდა სარჩენი, ცოლი და ქალიშვილი. GOT-ის მერე ვშიმშილობდით, სამსახურს ვერ ვშოულობდი, ვალები მქონდა. დროგოს როლმა ჩემს კარიერაზე გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა, ადამიანებს ველური ვეგონე, ზოგს უკვირდა რომ ინგლისურად ვლაპარაკობდი, ბევრი შეურაცხყოფის ატანა მომიწია, კხალ დროგოს ჩემთან საერთო არაფერი აქვს". – ამბობს მსახიობი.

GOT-ის შემდეგ მომოას ორი წლის განმავლობაში არ შეუსრულებია როლი. იმ პერიოდში მისი ცოლი, ლიზა ბონეტიც უმუშევარი იყო. მათ ორი შვილი ჰყავდათ.

კომენტარები