კორონავირუსი და შეზღუდვები

"თანაუზრუნველყოფაში ჩავუდგებით" – როგორ დაეხმარება სახელმწიფო EVENT-კომპანიებს და კინოთეატრებს

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ივენთკომპანიებსა და კინოთეატრებს საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობა შეეძლებათ. - თქვა მინისტრმა ნათია თურნავამ.

"ვეხმარებით იმ საქმიანობის სფეროს. რომელიც ჯერ კიდევ გაჩერებულია პანდემიის გამო - ეს არის ივენთკომპანიები, ეს არის გამოფენების და კონფერენციების ორგანიზების სფეროში მოღვაწე კომპანიები, ეს არის კინოთეატრები. კერძოდ, ეს კომპანიები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარანტიო სქემით, რაც ნიშნავს იმას, რომ თანაუზრუნველყოფაში დავუდგებით მათ ბანკებთან" - თქვა თურნავამ და აღნიშნა, რომ ეს ეხება როგორ არსებული სესხის რესტრუქტურიზაციას, ისე ახალ სესხებს.

"ასევე, ივენთკომპანიებისთვის ცალკე პროგრამაც ამოქმედდება მსგავსად მცირე და საოჯახო სასტუმროებისა და 12 თვის განმავლობაში დავუსუბსიდირებთ ბანკის სესხის პროცენტს" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, 2 თვეა, ქვეყანაში ქორწილების, იუბილეების, ქელეხების და სხვა სარიტუალო ღონისძიებების აღნიშვნა ღია სივრცეშიც აიკრძალა. ამან შესაბამისი კომპანიები, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს უწევდნენ ორგანიზებას, ფინანსურად დააზარალა.

გარდა ამისა, მთავრობის დაწესებული შეზღუდვებით, კინოების და თეატრების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კომენტარები