ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში ახალი კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

ბათუმში ახალი კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, მას თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი სჭირდა, ინსულინდამოკიდებული იყო.

გასულ დღე ღამეში აჭარაში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა: 1. რესპუბლიკური საავადმყოფო – 55 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა 2. რესპუბლიკური საავადმყოფო – 68 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: არტ.ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა 3. რესპუბლიკური საავადმყოფო – 86 წლის ქალი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი 4. მედცენტრი – 57 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: არტ.ჰიპერტენზია, შაქრიანი დაიბეტი 5. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – 45 წლის ქალი, თანმხლები დაავადებები: ესენციური ჰიპერტენზია 6. რესპუბლიკური - 59 წლის კაცი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 3 504 ახალი შემთხვევიდან 603 აჭარაში აღირიცხა, 300 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 76 658 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 17 289 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები