ეროვნული ბანკი ოქტომბერში პირდაპირი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი ფულადი გზავნილების მოცულობა 18.6%-ით გაიზარდა და 181.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
წინა წლის ოქტომბერთან შედარებით გზავნილების მოცულობა 28.5 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთი – $35 მილიონი, კლება – 7%;
- იტალია – $27.5 მილიონი, ზრდა – 30.8%;
- აშშ – $21.2 მილიონი, ზრდა – 39.5%;
- საბერძნეთი – $19.7 მილიონი, ზრდა – 23.6%;
- ისრაელი – $13.7 მილიონი, ზრდა – 1.3%;
- უკრაინა – $10.9 მილიონი, ზრდა – 151%;
- თურქეთი – $10 მილიონი, ზრდა – 26%;
- გერმანია – $7.9 მილიონი, ზრდა – 74%;
- აზერბაიჯანი – $5.3 მილიონი, ზრდა – 145%;
- ესპანეთი – $4.5 მილიონი, ზრდა – 14.7%;
გასული წლის ოქტომბერთან შედარებით გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან სულ 23.9 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.3%-ით აღემატება.