ეკონომიკა

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირდა

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 11.1%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტსა (-39.8%) და სამკურნალო საშუალებების ექსპორტში (-47.2%). 

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $618 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 17.4%.


ფოტო: Reuters

2) მსუბუქი ავტომობილები - $335 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 39.8%.


ფოტო: GETTY

3) ფეროშენადნობები - $198 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 21.4%.


ფოტო: Reuters

4) ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $163 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 8%.


ფოტო: David Mdzinarishvili / Reuters

5) სპირტიანი სასმელები - $99.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 4.8%.


ფოტო: flickr.com

6) მინერალური და მტკნარი წყლები - $93.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 16.2%.


ფოტო: ecplaza.net

7) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $84.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 8 716.4%.


ფოტო: Getty Images

8) სამკურნალო საშუალებები - $78.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 47.2%.


ფოტო: getty

9) ოქრო - $77.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 31.1%.


ფოტო: REUTERS

10) თხილი და სხვა კაკალი - $68.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 49.6%.


ფოტო: kartalorganik.com

დანარჩენმა საქონელმა სულ 897 მილიონი დოლარი შეადგინა, კლება კი წინა წელთან შედარებით 16.9% იყო. 

 

 

კომენტარები