არჩევნები 2020

შსს: ვამხილეთ პირი, ვინც ბათუმში ენმ-ს ოფისს ქვა ესროლა და მინა დააზიანა

სამართალდამცველებმა ბათუმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს. მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს" - აცხადებს შსს.

სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისს ქვები მაშინ ესროლეს, როცა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართებოდა. იმავე დღეს, გლდანში გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისის დაწვა სცადეს. ენმ-ის ცნობით, ოფისს ქვები და ბენზინის ბოთლები ესროლეს. ჩაიმსხვრა მინა და დაიწვა ავეჯის ნაწილი.

კომენტარები