ეკონომიკა

კომერციული ბანკების აქტივები ოქტომბერში 0.79%-ით შემცირდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები ოქტომბერში 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა წინა თვესთან შედარებით და 2020 წლის პირველი ნოემბრისთვის 53.92 მილიარდი ლარი შეადგინა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი აქტივები ოქტომბერში 0.61%-ით გაიზარდა. 

სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.63 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.44%-ის ტოლია.

2020 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

კომენტარები