ეკონომიკა

$46 მილიონის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 0.55 თეთრით, ევროსთან 0.23 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 46.6 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარდა. ახალი კურსით ლარი დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.23 თეთრით გამყარდა. 

ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 3.1318 ლარია, ხოლო 1 ევროსი 3.9424 ლარი. 

მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 822.6 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები