აშშ

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი შეიწყალა

მაიკლ ფლინი
Reuters

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი შეიწყალა. ტრამპმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

"ჩემთვის დიდი პატივია, გამოვაცხადო, რომ გენერალ მაიკლ ტ. ფლინს სრული ამნისტია შეეხო. ვულოცავ გენერალ ფლინს და მის არაჩვეულებრივ ოჯახს. ვიცი, რომ ნამდვილად ფანტასტიკური მადლიერების დღე გექნებათ" – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

მაიკლ ფლინი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტს 2017 წლის 20 იანვრიდან 13 თებერვლამდე იკავებდა და თანამდებობა რუსეთის ელჩთან შეხვედრის და ამის შესახებ ტყუილის გამო დატოვა.

ფლინმა აღიარა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მოატყუა, თუმცა სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის თქმით მან გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის კავშირის შესახებ.

ფლინმა აღიარა, რომ მანამდე, სანამ დონალდ ტრამპი პოსტს დაიკავებდა, ვაშინგტონში რუსეთის ელჩთან რუსეთისათვის აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა განიხილა და ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტთან იცრუა.

კომენტარები