COVID 19

რუსეთი აცხადებს, რომ მისი ვაქცინა "სპუტნიკ 5" 95%-ით ეფექტიანია

რუსეთი აცხადებს, რომ, წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის რუსული ვაქცინა სპუტნიკ 5 ეფექტიანია 95%-ით, რაც წარმატების ისეთივე მაჩვენებელა, როგორიც Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებისა. 

რუსეთის ხელისუფლების წარმომდგენლებმა ასევე თქვეს, რომ მათი ვაქცინა უფრო ეფექტიანია ვიდრე Oxford/Astrazeneca-ს ვაქცინა.

"სპუტნიკმა აჩვენა მაღალი ეფექტიანობა, 95%-ზე მაღალი. ეს უდავოდ დადებითი ამბავია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოსა და ყველა ქვეყნისათვის"- ამბობს კირილ დმიტრიევი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი. 

რუსეთის ოფიციალური მონაცემებში ყველა არ არის დარწმუნებული. ეჭვები აღძრა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნაჩქარებად გასცა ვაქცინის ლიცენზია ვიდრე კვლევის მესამე ფაზის შედეგები ხელმისაწვდომი გახდებოდა. ვაქცინის შეძენის და შენახვის მიმართ ინტერესი ბევრმა ქვეყანამ გამოხატა, მაგრამ მათ შორის თითქმის არცერთი არ არის დასავლეთის ქვეყანა. ერთადერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელმაც ინტერესი გამოხატა, უნგრეთია. 

სპუტნიკის შედეგები ეყრდნობა 42-დღიან კვლევას, რომელშიც 19 000-მა მონაწილემ მიიღო ვაქცინის ორი დოზა და 21 000-მა მონაწილემ - ერთი დოზა. ადრეული მონაცემების თანახმად, ვაქცინას აქვს დაახლოებით 91.4%-იანი ეფექტიანობა მონაწილეების მიერ პირველი დოზის მიღების შემდეგ. 

კირილ დმიტრიევი, რომელსაც ვაქცინის საზღვარგარეთ გაყიდვა დაევალა, ამბობს რომ საერთაშორისო ბაზარზე ვაქცინის ფასი $10-ზე მეტი არ იქნება, რაც Pfizer-ის ვაქცინაზე ორჯერ ნაკლებია. მისი თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში 1 მილიარდ დოზას აწარმოებენ. 

უნგრეთი ერთადერთი ევროკავშირის ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინის მიმართ სერიოზული ინტერესი გამოხატა. გასულ კვირას ბუდაპეშტში ვაქცინის ათი ნიმუში ჩაიტანეს.

კომენტარები