ეკონომიკა

გახარია: საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი 6 თვით გახანგრძლივდება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესისა და ეკონომიკის სტიმულირებისა და დახმარების პაკეტიც წარადგინა. 

გახარიას თქმით, 1 500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდება. 

"წინა ტალღის პირობებში, ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 დასაქმებულს. ეს იყო დაახლოებით 260 მილიონი ლარი. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები