კორონავირუსი საქართველოში

სტეფანწმინდაში სასტუმრო მსურველებს სკიტურით სრიალის ტურებს სთავაზობს

სტეფანწმინდაში არსებული სასტუმრო ჯიმლა მსურველებს სკიტურით სრიალის ტურებს სთავზობს. სასტუმროს Facebook გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტურები სასტუმროში დაბინავებასაც მოიცავს.

"გამარჯობა მეგობრებო,

როგორც გავიგეთ იანვრის ბოლომდე საბაგიროებს არ გვირთავენ.

სკიტური რჩება ერთადერთი საშუალება რომ ვისრიალოთ.

5 დეკემბრიდან გთავაზობთ სპეციალურ სათხილამურო და სნოუბორდის ტურებს ყაზბეგი-გუდაურის ტერიტორიაზე.

გვექნება 2, 3, 5 და 7 დღიანი ტურები... მაინც ვერ გაგვაჩერებენ." - ვკითხულობთ სასტუმროს განცხადებაში.

სასტუმროს განცხადება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად, ასევე შეჩერდება სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირება.

შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები