კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად 500,000 ლარი გამოიყოფა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, "გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი, რათა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს." კალაძემ განმარტა, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, სწორედ ამ მიდგომებით ძალიან ბევრ ოჯახს შეუმსუბუქდა მდგომარეობა.

"პანდემიის პირველი ტალღა როდესაც გვქონდა ქვეყანაში, ზუსტად ამ მიდგომებით ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და ხელი შევუწყვეთ, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მდგომარეობა, შესაბამისად, ანალოგიურად იქმნება ეს პლატფორმა და მომდევნო დღეების განმავლობაში, წინასაახალწლოდ ჩვენ უზრუნველვყოფთ საკვები პროდუქტების მიტანას კონკრეტულად ამ მოხუცებულთათვის, რომლებიც ყველაზე მეტად შედიან ამ რისკჯგუფებში და მათ არა აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები." – ამბობს კალაძე

ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავლენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები