ბელარუსი

ტიხანოვსკაია: ბაიდენთან შეხვედრას ვგეგმავთ, მოწვევა გვაქვს

Belsat

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თქვა, რომ ის აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს. 

"ნამდვილად, ჩვენ [ტიხანოვსკაიას გუნდი] ვგეგმავთ ჯო ბაიდენთან შეხვედრას და ჩვენ უკვე გვაქვს მოწვევა, რომ ასეთ შეხვედრაში [მონაწილეობა მივიღოთ]. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაშ წასვლას - ახლა არ მახსოვს, მაგრამ ჩვენს სიაში აღმოსავლეთის ქვეყნებიც არის" - თქვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ჯო ბაიდენმა, თქვა, რომ აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს სვეტლანა ტიხანოვსკაიას მოთხოვნას სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

"მამაცი ბელარუსი ხალხი აჩვენებს, რომ მათ ხმას ვერ ჩაახშობს დაშინება ან წამება" - წერს ჯო ბაიდენი აგვისტოში. მაშინ მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა

საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები