კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ დავიცავთ წესებს, ორი თვის შემდეგ შემთხვევები უნდა ჩამოვიდეს 1500-1700-ზე

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დაწესებული 2-თვიანი შეზღუდვების შემდეგ, თუ მოქალაქეები შესაბამის წესებს დაიცავენ, COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა უნდა ჩამოვიდეს 1500-1700-ზე.

"თუ ჩვენ აღვასრულეთ ყველაფერი, ეს რეგულაციები, რაც არის, თუ დავიცავით ის წესები, რაც რეკომენდებულია, ორი თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს 1500-1700-ზე". – თქვა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 780 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი.

ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები