კორონავირუსი საქართველოში

რამდენი ხნით არის ადამიანი დაცული განმეორებითი ინფიცირებისგან – კულუმბეგოვის განმარტება

ფორმულა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითი ინფიცირების შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ უახლესი კვლევების მიხედვით, დაავადებაგადატანილი პაციენტები განმეორებითი ინფიცირებისგან მინიმუმ 6-დან 8 თვემდე არიან დაცულები.

"ძალიან ავტორიტეტული კვლევები, რომლებიც ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კალიფორნიის უნივერსიტეტში, აჩვენებს, რომ ადამიანს მახსოვრობის ორი სისტემა აქვს: ერთი ანტისხეულები და ე.წ მახსოვრობის უჯრედები. ორივე ყალიბდება, როდესაც კორონავირუსი და სხვა ნებისმიერი ინფექცია შეხვდება ადამიანს. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც გადატანის შემდეგ არ აქვთ ანტისხეულები, ან ძალიან დაბალი ტიტრი აქვთ, არ ნიშნავს, რომ მათ იმუნური მახსოვრობა არ აქვთ. 

რაც კი დაკვირვება არსებობს, 6-დან 8 თვემდე მსუბუქად დაავადებაგადატანილი პაციენტები მინიმუმ დაცულები არიან განმეორებითი ინფექციისგან". – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 780 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი.

ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები