ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 784 დადასტურდა, აჭარაში – 683, იმერეთში – 662

GETTY IMAGES

გასულ დღე-ღამეში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 784 დადასტურდა, აჭარაში – 683, იმერეთში – 662. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს – ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 292 ახალი შემთხვევა აღირიცხა, შიდა ქართლში – 192, გურიაში – 123, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 247, კახეთში – 227, მცხეთა-მთიანეთში – 127, სამცხე-ჯავახეთში – 93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 41.

28 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცრების 127 942 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 106 328 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 195 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 20 393 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები