ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 942 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 421 მართვით სუნთქვაზეა

armenpress.am

საქართველოში ახალი კორონავირუსის 20 393 აქტიური შემთხვევაა, აქედან 942 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 421 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

942 მძიმე პაციენტიდან 429 თბილისში მკურნალობს, აჭარაში – 150, იმერეთში კი 214. მართვით სუნთქვაზე მყოფი 421 პაციენტიდან 179 თბილისში, 119 – აჭარაში, ხოლო 41 იმერეთში გადის მკურნალობის კურსს.

20 393 აქტიური შემთხვევიდან 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 760, აჭარაში – 1 016, იმერეთში – 1 201.

3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 2 076 ადამიანი. ამ ეტაპისთვის კი თვითიზოლაციაშია 56 041 პირი.

28 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 127 942 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 106 328 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 195 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 20 393 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები