ახალი კორონავირუსი საქართველოში

გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი 3 216 ახალი შემთხვევიდან 155 სამედიცინო პერსონალია

AFP - Getty Images

ბოლო 24 საათში აღრიცხული კორონავირუსით ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან 155 სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის ცნობით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა, დაახლოებით, 63%, სიმპტომებიანი პაციენტია.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 937 პირი.

30 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 135 584 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 113 986 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 267 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის21 063 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები