The Crown

ბრიტანეთის კულტურის მინისტრი NETFLIX-ს: მიუთითეთ, რომ CROWN მხატვრული სერიალია

Metro

სერიალი Crown ბრიტანეთის მოქმედი მონარქის, ელისაბედ II-ის მმართველობის შესახებ არის გადაღებული. მეოთხე სეზონი 1977 წლიდან 1990 წლამდე პერიოდს მოიცავს. სიუჟეტის ცენტრში პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის ოჯახური ცხოვრება და მარგარეტ ტეტჩერის ხელისუფლებაში მოსვლაა. 

გასულ კვირას სერიალის მეოთხე სეზონის შესახებ ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრეს ბრიტანეთის სამეფო კარის წევრებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა. ამჯერად Netflix-ის შოუს მთავრობის წევრი, კულტურის მინისტრი, ოლივერ დაუდენი გამოეხმაურა.

"Crown შესანიშნავად გაკეთებული მხატვრული ნაწარმოებია, სწორედ ამიტომ Netflix-მა უნდა მიუთითოს ამის შესახებ. ვშიშობ, თაობამ, რომელიც მიმდინარე მოვლენების შემდგომ დაიბადა, შესაძლოა, გამონაგონი სიმართლედ მიიღოს". – ამბობს დაუდენი.

Netflix-ის შოუს შესახებ კომენტარს ასევე დაიანას ძმა, ჩარლზს სპენსერი აკეთებს.

"ამერიკელები მეუბნებიან, რომ Crown-ს, როგორც ისტორიის გაკვეთილს, უყურებენ. ბევრი რამ გამოგონილია და მხატვრულ სილამაზეს ემსახურება. ვფიქრობ, Netflix-მა გამაფრთხილებელი დისქლეიმერი უნდა დაურთოს თითოეულ სერიას, რომ მაყურებელი შეცდომაში არ შეიყვანოს". – ამბობს სპენსერი.

ამავე თემაზე:

 

 

კომენტარები