ცნობილი გამონათქვამები

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, რომლებიც რეალურად მათ არ ეკუთვნით

Tabula

წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს, რომლებიც რეალურად მათ არ ეკუთვნით.

მიზანი ამართლებს საშუალებას

ფრაზას ცნობილ იტალიელ ფილოსოფოსს, ნიკოლო მაკიაველის მიაწერენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ნაშრომებში მწერალი გამოთქვამს მსგავს აზრებს, სიტყვები გაცილებით ძველია და ის ბერძენ პოეტ ოვიდიუსს ეკუთვნის.

ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის კი - სტატისტიკა

ამ სიტყვებს ხშირად იოსებ სტალინს მიაწერენ, რეალურად გამონათქვამი ერიხ მარია რემარკის რომანში "შავი ობელისკი" გვხვდება, რომელიც ორიგინალში ასე ჟღერს: ერთი ადამიანის სიკვდილი სიკვდილია, ხოლო ორი მილიონის სიკვდილი - მხოლოდ სტატისტიკა.

ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს

ფრაზას აპოლო 13-ის ეკიპაჟის წევრს, ასტრონავტ ჯონ სუიგერტს მიაწერენ, რეალურად ეს სიტყვები ტომ ჰენქსმა გააჟღერა, რომელმაც ფილმში აპოლო 13 სვიგერტის როლი შეასრულა.

ზოგჯერ სიგარა - ეს უბრალოდ სიგარაა

გავრცელებული აზრის თანახმად, გამონათქვამი ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის, თუმცა ფრაზა ხმარებაში გაცილებით გვიან, 50-იან წლებში, ფსიქოანალიზის ფუძემდებლის გარდაცვალების შემდეგ შემოვიდა. ფროიდმა სიზმრებს საფუძვლიანი ნაშრომი მიუძღვნა, გარდა ამისა, სიგარების დიდი მოყვარული იყო, რა გასაკვირია, რომ მრავალი ადამიანი მას მიიჩნევს ავტორად.

შენც, ბრუტუს?

ითვლება, რომ იულიუს კეისარმა სწორედ ასე მიმართა სიკვდილის წინ თავის შვილობილ მარკ ბრუტუსს, რეალურად ფრაზამ პირველად უილიამ შექსპირის პიესაში, იულიუს კეისარში გაიჟღერა. რა თქვა და თქვა თუ არა საერთოდ რამე კეისარმა სიკვდილის წინ, დანამდვილებით არავინ იცის. 

არსებობს ორი უსასრულო რამ: სამყარო და სისულელე

ფრაზის ავტორობას ალბერტ აინშტაინს აწერენ, რეალურად სიტყვები ამერიკელ ფანტასტ მწერალს, ჰარლან ელისონს ეკუთვნის.

ნუ დაჩაგრავთ ხუთოსნებს, მომავალში ისინი თქვენი უფროსები იქნებიან

სიტყვებს ბილ გეითს მიაწერენ, თუმცა Microsoft-ის დამფუძნებელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად უარყო გამონათქვამის ავტორობა.

რელიგია არის ოპიუმი ხალხისთვის

ამ სიტყვების ავტორად კარლ მარქსი ითვლება, თუმცა ფრაზა პირველად მარკიზ დე სადის 1797 წლის რომანში, ახალ ჟუსტინში გვხვდება.

 

კომენტარები