ჯენიფერ ლოურენსი

ჯენიფერ ლოურენსის ოჯახის ფერმა დაიწვა

კენტუკის შტატში მდებარე ჯენიფერ ლოურენსის ოჯახის საკუთრებაში მყოფი ფერმა ხანძარს ემსხვერპლა.

ცეცხლის ლიკვიდაციაზე 30 მეხანძრე ერთ საათზე მეტხანს მუშაობდა. არავინ დაშავებულა, მაგრამ ფერმა მთლიანად განადგურდა.

ფერმის ტერიტორიაზე ოსკაროსანი კინოვარსკვლავის ძმას, ბლეინ ლოურენს საბავშვო საზაფხულო ბანაკი Hi-Ho ჰქონდა გახსნილი. 

"სამწუხაროდ, ფერმა ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა. ბანაკი Hi-Ho მრავალი ბავშვისთვის მშობლიური ადგილია, ამიტომ აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად უნდა დავიწყოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2021 წლის ზაფხულში ბანაკი აღდგენილი იყოს". – ამბობს ბლეინ ლოურენსი.

კომენტარები