გერმანია

გერმანიაში, ტრირში საფეხმავლო გზაზე შევარდნილმა ავტომობილმა 2 ადამიანი იმსხვერპლა

The Sun

გერმანიის დასავლეთში, ქალაქ ტრირში ავტომობილი საფეხმავლო გზაზე შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

დაკავებულია ერთი ადამიანი. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქალაქის ცენტრში გასვლისგან თავი შეიკავონ. 

ადგილობრივი გაზეთი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ მუქი ნაცრისფერი Range Rover დიდი სიჩქარით მოდიოდა. 

გამოცემა Reuters-ის მიხედვით, ტრირი ჩაკეტეს და ქალაქის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. 

შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდა ქალაქის მერი და ის მალე პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ვენაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი მოკლეს. ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მანამდე ტერორისტული თავდასხმა მოხდა პარიზსა და ნიცაში.

4 წლის წინ ტუნისელი, რომელიც თავშესაფარს ეძებდა ბერლინში საშობაო ბაზარზე სატვირთო მანქანით შევარდა. ტერორისტულმა თავდასხმამ 12 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები