გირჩი

ხვიჩიას განცხადებების გამო გირჩის თანადამფუძნებელი საერთო კრების მოწვევას ითხოვს

"გირჩის" თანადამფუძნებელი ნინო დარსაველიძე იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს. მან ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე დაწერა და გირჩის სხვა ლიდერებს მიმართა, კომენტარი გააკეთონ: 

"წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც აუპატიურებენ. იაგო ხვიჩია, თანახმა ხარ? მესმის, რომ ნაბოკოვი და ილია ხარ ჭავჭავაძე ერთად და ზურა ჯაფარიძეც დაარწმუნე მაგაში, კიდე ერთ ნაკოლს მოგცემთ, "პაზოლინი მოკლეეს" - ესეც შეგიძლიათ იყვიროთ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შენი ელეგანტური, ასტრალში გასული დუმილი ამჯერად არ მუშაობს, სამი შვილის მამა ხარ, შენ რომ გუმბერტ გუმბერტს გადაეყარო, რას უზამდი? სწორი ადამიანი მგონიხარ და ადამიანებში იშვიათად ვცდები, არ მინდა, რომ შენში შევცდე. რომ მივდიოდი, გეუბნებოდი, რომ დაგღუპავენ ესენი, არ დამიჯერე. ეხლა მაინც გჯერა? ვერ გრძნობ ამ ბავშვის ტკივილს და შიშს??

მე როგორც გირჩის დამფუძნებელი, ვითხოვ დამფუძნებელთა საერთო კრებას. ყრილობის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია, შესაბამისად, ახალი ბორდიც ეჭვქვეშაა. თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არ მკიდია გირჩი, ამოიღეთ აუდიტიდან ჩემს მიერ გაკეთებული დამფუძნებლის შენატანი და მიხვდებით.

როდესაც 22 ადამიანი ვაფუძნებდით გირჩს, როდესაც უამრავმა ადამიანმა ჩადო ძალისხმევა იმაში, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ხმა ისმოდეს, ძალიან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პედოფილიის მოხმარების გაპრავებამდე დავა ეს გაერთიანება და დასაბმელი გახდება. გახდა". – წერს ის.

საუბარია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას მიერ Facebook-ზე გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას.

"ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - დაწერა მან.

კომენტარები